შემოგვიერთდი

02.12.2013 11:07

„სტერეო +“ სატელიტურ ლიცენზიას საპატრიარქოსთვის გადასაცემად ითხოვს

გელა ბოჩიკაშვილი

„სტერეო +“-ის მფლობელი, დავით ზილფიმიანი სატელიტური მაუწყებლობის ლიცნეზიის მიღებას ითხოვს. ლიცენზიის გასაცემად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება 29 ნოემბერს დაიწყო.

დავით ზილფიმიანის თქმით, მისი კომპანია სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას იმ მიზეზით გეგმავს, რომ საპატრიარქოს ტელევიზიას - „ერთსულოვნებას“ გადასცეს. ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კომპანიამ მაუწყებლობა ერთი თვის ვადაში უნდა დაიწყოს. მაუწყებლობის მინიმალური დრო კი დღე-ღამეში 20 საათი უნდა იყოს.

„თუ საპატრიარქოს ექნება სურვილი, ან ამ ლიცენზიასაც გადავცემთ, ან მთლიანად „სტერეო +“-ს, ფინანსური სარგებელის მიღების გარეშე“, - უთხრა Media.Ge-ს ზილფიმიანმა.

ზილფიმიანმა „ერთსულოვნებას“ 21 ნოემბერს უკვე გადასცა საკუთარი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. ლიცენზიის ფარგლებში „სტერეო +“ ჯერ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ავრცელებდა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგ „ობიექტივს“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test