შემოგვიერთდი

09.10.2013 08:12

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯართს ყიდის

გელა ბოჩიკაშვილი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქონების გასხვისებაზე აუქციონი 7 ოქტომბერს გამოაცხადა. აუქციონის გამოცხადებას გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ მოაწერა ხელი.

ღია აუქციონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში (მერაბ კოსტავს 68) 25 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება. გასაყიდადაა გამოტანილი სამი ლოტი - დაახლოებით 146 კილოგრამი ალუმინი, 19 ტონანახევარი რკინა და 31 კილოგრამამდე სპილენძის სადენები. გაყიდული ლითონით მაუწყებლის ბიუჯეტში დაახლოებით 5 ათას 200 ლარი  შევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტყემალაძე ჯართის გაყიდვის მიზეზებზე საუბრობს.

„ეს ჯართი ტელევიზიის ტერიოტორიაზე ყრია, ზოოპარკის მხარეს. მაგ ადგილზე საყვავილის გაკეთება გვინდა, გადაღების დროს ხომ ყვავილები გვჭირდება ხოლმე“, - აღნიშნა ტყემალაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.

მაუწყებლის სააუქციონო კომისიის წევრები იქნებიან მაუწყებლის ფინანსური დირექტორი - კახა სონიშვილი, მთავარი იურისტი - ელენა მიხაილოვა, სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი - ილია ლომსაძე, შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი - დავით მიქაცაძე და კანცელარიის უფროსი ელენე ქავთარაძე.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ორგანიზაციამ მაუწყებელს შესყიდული ლითონის ღირებულება 5 დღის ვადაში უნდა გადაურიცხოს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test