შემოგვიერთდი

04.10.2013 15:24

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის 4 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კოალიცია საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს. კოალიცია მიიჩნევს, რომ:

- უნდა შეწყდეს ზეწოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე და ჩარევა მაუწყებლის დამუკიდებელ საქმიანობაში;

- უნდა გამოიძიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლისა და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის ფაქტები;

- საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ არ ნდა გამოიწვიოს დაგეგმილი რეფორმის პრინციპებისა და ვადების ცვლილება. 

- საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება, რომ მოხდეს ფინანსური კრიზისის დაძლევა და არ შეფერხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უწყვეტი მუშაობა.  

ეს განცხადება კოალიციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა 4 ოქტომბერს მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე განაცხადეს. საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ და საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ განაცხადეს, რომ მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საბჭოს დატოვებას სთხოვდნენ. გარდა ამისა, საბჭოს ორმა წევრმა, ავთანდილ ანთიძემ და ეკა მაზმიშვილმა საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება დაწერეს.

კოალიციის განცხადებასი აღნიშნულია, რომ საბჭოში დარჩენილი შვიდი მეურვე არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილებები.

„გენერალური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გაუმჭვირვალედ და საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მიმდინარეობს „პირველ არხზე“ გადაცემების დახურვისა და ახალი პროექტების შერჩევის პროცესი. ოფიციალური განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს, რაც საფრთხეს უქმნის არხის ჯეროვან ფუნქციონირებას.

შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ რეფორმის განხორციელების აუცილებლობას, რომლის ინიციატორი იყო კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“. კოალიციის ინიციატივა აისახა კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედებას 2014 წლის 1 იანვრიდან“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test