შემოგვიერთდი

04.09.2013 12:12

„მაესტროს“ გენერალურ დირექტორად ნიკა ტაბატაძის კანდიდატურა განიხილება

ნატა ძველიშვილი

ნიკა ტაბატაძე

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა ტაბატაძეს შესთავაზეს, რომელიც წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა.

„მაესტროს“ გენერალური დირექტორის პოზიციას ამჟამად ილია (ბაჩო) კიკაბიძე იკავებს, მისი თქმით, ნიკა ტაბატაძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ნიკა ტაბატაძისგან დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს, ამ დღეებში გვეცოდინება“, - აღნიშნა ილია კიკაბიძემ და განაცხადა, რომ ტელევიზიაში თავად სხვა ფუნქციებს შეასრულებს, ნიკა ტაბატაძის კანდიდატურა კი იმიტომ შეირჩა, რომ ის „კარგი მენეჯერია“.

ნიკა ტაბატაძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. „არავითარი კომენტარი. არ დავნიშნულვარ ჯერ“, - უთხრა media.ge-ს მან.

ნიკა ტაბატაძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალსიტი იყო, 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტიდან 2006 წელს გათავისუფლეს. ეს ფაქტი ჟურნალისტების ნაწილმა მედიაზე ზეწოლად შეაფასა და პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. მას შემდეგ ნიკა ტაბატაძე კერძო ბიზნესში წავიდა. ამჟამად არის სს „ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა“ და   შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test