17.04.2013 12:43
ტელეკომპანია „თვალი“ ლიცენზიის მოდიფიცირებას ითხოვს
ნატა ძველიშვილი
საგარეჯოს ტელეკომპანია „თვალს“ ლიცენზიის მოდიფიცირება და საერთო მაუწყებლიობის ნაცვლად სპეციალიზირებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზია სურს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 17 აპრილს დაიწყო.
კომისიამ „თვალი“ მიმდინარე წლის 12 მარტს დეკლარაციის და წლიური ანგარიშების წარუდგენლობის გამო გააფრთხილა. გაფრთხილებასთან ერთად, მაშინ კომისიამ „თვალს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცის წარდგენა დაავალა. ამ დრომდე „თვალს“ვებ გვერდი არ შეუქმნია, დეკლარაცია კი დაგვიანებით წარადგინა.
„თვალის“ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელდა. ამის შესახებ განცხადება „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამაც“ (GARB) გაავრცელა. მათ მიერ 2010 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ტელეკომპანიის მაუწყებლობა მეპატრონის სურვილით შეწყდა.
GARB -ის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილი ადასტურებს, რომ „თვალი“ უკვე 7 წელია აღარ მაუწყებლობს, რის გამოც მას ასოციაციის წევრის სტატუსი შეუწყვიტეს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის