შემოგვიერთდი

24.02.2013 13:47

გიორგი სანაიას ოჯახი მისი მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

თამარ ფარადაშვილი

გიორგი სანაია

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი, ჟურნალისტის  მკვლელობის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. გიორგი სანაიას ძმის, ასევე ჟურნალისტის ვახო სანაიას განცხადებით  საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ოჯახი პროკურატურას მიმართავს.

 ვახო სანაიას თქმით, "ყველაფერი წარიმართა ფალსიფიცირებულად, ამიტომ საჭიროა ამ საქმის ხელახალი გამოძიება, ჩვენ ამისთვის მივმართავთ პროკურატურას, ოჯახი ყველანაირად დავეხმარებით დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება, დადგინდეს სიმართლე, თუ ვინ, რატომ, რა მიზნით შეუკვეთა ეს პოლიტიკური მკვლელობა. ვინ იყვნენ თანამონაწილეები, დამკვეთები, დამხმარეები და ასე შემდეგ".  

ვახო სანაიამ აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებისთვის იმაზე მეტია ცნობილი, ვიდრე ზოგადად საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს  და ოჯახი პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობისას ყველანაირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას, ვახო სანაიას თქმით, არ გამოირიცხება ამ საქმეში მისი მონაწილეობა, თუმცა მის მიერ დასახელებული მიზეზები არსებითი არ არის. მკვლელობა გახსნილი არ არის და შემკვეთები არ დასჯილან.

 შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის ივლისში, საკუთარ ბინაში მოკლეს, მისი მკვლელობისთვის სასჯელს გრიგოლ ხურცილავა იხდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test