შემოგვიერთდი

29.04.2013 00:22

ადგილობრივი ტელევიზის ეთერში GDS TV -ს გადაცემები გავა

media.ge
ბერა ივანიშვილი GDS TV-ს სტუდიაში (photo: )

სამაუწყებლო კომპანია „ლტვ“ (ლაგოდეხი)  და GDS TV -ს შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი  კონტრაქტი  გაფორმდა.   საკუთარ  მაუწყებლობის  ზონაში „ლტვ“  თავის საეთერო ბადეში GDS TV-ს პროგრამებს ექსკლუზიურად განათავსებს.


ბერა ივანიშვილი GDS TV-ს სტუდიაში

სამაუწყებლო კომპანია „ლტვ“ (ლაგოდეხი)  და GDS TV -ს შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი  კონტრაქტი  გაფორმდა.   საკუთარ  მაუწყებლობის  ზონაში „ლტვ“  თავის საეთერო ბადეში GDS TV-ს პროგრამებს ექსკლუზიურად განათავსებს.

ხელშეკრულება დაიდო მიმდინარე წლის 2 აპრილს, იგი ითვალისწინებს GDS TV-ს   პროგრამების პარალელურ ტრანსლიაციას  „ლტვ“ ეთერით.

„აქედან გამომდინარე,  GDST V  და  სამაუწყებლო კომპანია „ლტვ“ ერთიანი ბადით იმაუწყებლებენ. ხელშეკრულება კომპანიებს შორის ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობის  მრავალ ახალ პროექტებს მოიცავს“, უთხრა Media.Ge-ს ლალი ხუბულავამ, „ლტვ“-ს დირექტორმა და მფლობელმა, რომელმაც დასძინა, რომ GDS TV არ ვრცელდება აზერბაიჯანის მოსაზღვრე ლაგოდეხის რიონის  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ხუბულავას  თქმით, კონტრაქტი კომერციულია, GDSTV  საეთერო დროს ყიდულობს.

„ლტვ“-ს დირექტორმა შეახსენა, რომ 8-საათიანი საეთერო დრო, რომელიც ამ კონტრაქტის შემდეგ მის ტელევიზიას რჩება, საკმარისია იმისთვის, „ლტვ“  საკუთარ პროდუქცია ადგილობრივ აუდიტორიას მიაწოდოს.

GDS TV ეკუთვნის შპს "ჯი-დი-ეს თი-ვის", რომლის 100%-ანი წილის მფლობელია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი მომღერალი ბერა ივანიშვილი.  

DS TV- გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ტელევიზია. საეთერო ბადე 2012 წლის, ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან ყოველდღიურად ივსება განსხვავებული ფორმატის, ახალგაზრდული პროექტებით. ტელევიზიის ძირითადი სეგმენტი ახალგაზრდა თაობაა ,თუმცა არხმა უკვე დაიწყო ისეთი პროექტების ჩვენება რომელიც ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანზეა გათვლილი. ტელეარხზე ხშირად გადის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის  ვაჟის, ბერა ივანიშვილის მუსიკალური კლიპები.  GDS TV მაუწყებლობს საკაბელო ტელევიზიების და სატელიტური თეფშების საშუალებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test