შემოგვიერთდი

02.12.2009 17:34

"ობიექტივი" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

David Mchedlidze

2 დეკემბერს ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა და "ობიექტივის" ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და საქართველოს მთავარ  პროკურორს ორი განცხადებით მიმართეს.

"ობიექტივი" მთავარ პროკურორს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წევრთა საქმიანობის შესწავლასა და კომისიის წევრთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას თხოვს. ინაშვილის მტკიცებით, 2004-2009 წლებში კომისიის  წევრთა "დანაშაულებრივი საქმიანობა "ობიექტივისა" და სხვა ჟურნალისტური ორგანიზაციების მასალებით დოკუმენტურადაა დადასტურებული". მისივე თქმით, კომისიამ  3 წლის გაქნმავლობაში  დაუშვა:  ტელეკომპანიის "ალანია" ულიცენზიო მაუწყებლობა, კომისიის წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლეზე, ნოდარ ჭარხალაშვილზე, გადაფორმებული იყო " ობიექტივის" ჟურნალისტებისათვის "წართმეული 35-ე დეციმეტრული ტელე-არხი".

ირმა ინაშვილის განცხადებით, დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს მთავარ პროკურატურას ეს და სხვა ფაქტები და მასალები გადაეცემა.

"ობიექტივი" სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, ასევე, დავით კაკაურიძის წინააღმდეგ, რომელიც, პრესკონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის, ასევე   ბანკის  მოხელის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული, თუმცა ამჟამად შეწყალებული. ყოფილი პოლიციელების "მეგობარია."

"ობიექტივის" ადვოკატმა  მამუკა ნოზაძემ პრესკონფერენციაზე პროკურატურას ურჩია შეესწავლა, "რატომ აჩუქა დავით კაკაურიძემ "ობიექტივის" ჟურნალისტების კუთვნილი 35-ე დეციმეტრული არხი სახელმწიფოს და რატომ არ იყო ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არხის რეალურ მესაკუთრესთან".

პრესკონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროკურატურისადმი წაყენებული მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში, "ობიექტივის" მასალები ევროსასამართლოში გადაიგზავნება.

"ობიექტივმა"  კომისიის წევრები თაღლითობაში ადრეც დაადანაშაულა და 35-ე დეციმეტრული არხის დაბრუნება  არაერთხელ მოითხოვა,  კომუნიკაციების კომისია კავშირის ბრალდებებს არ პასუხობს, ამ განცხადებებზე  არ რეაგირებენ სამართალდამცველი ორგანოებიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test