17.02.2009 15:53
საპატრიარქოს ტელევიზიას მთავრობა დააფინანსებს
David Mchedlidze
საქართველოს მთავრობამ, 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარი გამოეყოფა.
მისივე თქმით, აღნიშნული წყაროდან დამატებით დაფინანსებას - 200 000 ლარს ფოთიც მიიღებს. ეს თანხა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მშენებლობას მოხმარდება.
ტელევიზია "ერთსულოვნება" მართლმადიდებლურ გადაცემებს, ასევე მხატვრულ და შემეცნებით დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებს. ტელევიზიას არ გააჩნია საკუთარი სამაუწყებლო სიხშირე, ის ეთერში გადის სხვა კომპანიის მიერ დათმობილ სიხშირეზე.
სიახლე
-
28.02.2023 01:01
70-ზე მეტი მედიორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის