28.01.2008 07:50
სახალხო დამცველი პრეზიდენტს შალვა რამიშვილის გათავისუფლებას თხოვს
David Mchedlidze
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 28 იანვარს ტელეეეთერში განაცხადა, რომ ის მიმართვას გაუგზავნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ტელეკომპანია "202"-ის (დაიხურა 2006 წლის შემოდგომაზე) თანადამფუძნებლის, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შეწყალებას თხოვს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ შალვა რამიშვილი, რომელმაც ქართულ ჟურნალისტიკაში ეპოქა შექმნა, არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ფიგურას, თან მან უკვე მოიხადა სასჯელის ნახევარი. დღესვე შალვა რამიშვილის მეუღლე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმართან შეხვედრის მოთხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც მიმართავენ.
რამიშვილი 2005 წლის 27 აგვისტოს დააკავეს, პარლამენტარ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით. მასთან ერთად დააპატიმრეს "202"-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი დავით კოხრეიძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 29 მარტს რამიშვილს 4 წლით, კოხრეიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავით კოხრეიძე პრეზიდენტმა გასულ წელს შეიწყალა.
სიახლე
-
28.02.2023 01:01
70-ზე მეტი მედიორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის