შემოგვიერთდი

19.09.2005 08:00

„202“-ზე პირველი ოქტომბრიდან „დარდუბალას“ ახალი სერიები გავა

David Mchedlidze

პირველი ოქტომბრიდან ტელეკომპანია "202"-ის არხზე დაგეგმილია მულტფილმ "დარდუბალას" ახალი სერიების გადაცემა.

"დარდუბალა" პირველად 2000 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის არხზე გამოჩნდა და იმთავითვე პოპულარული გახდა. პროდიუსერ შალვა რამიშვილს, პოლიტიკურ-სატირული ჟანრის ნახატ ფილმში, მთავარ პერსონაჟად პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჰყავდა გამოყვანილი. თუმცა, რამიშვილი - ტელეკომპანია "202"-ის თანადამფუძნებელი - ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება პარლამენტარისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით."დარდუბალას" წარმოება 2001 წელს შეწყდა.

ახალი მულტსერიალის ტექნიკური რეჟისორის პაატა ჯიხვაშვილის ცნობით, მომავალი სერიების მთავარი პერსონაჟი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება. მისივე თქმით, "დარდუბალა" "202"-ის არხზე კვირაში ერთხელ გავა, თუმცა ახალი სერიების გადაღება ჯერ არ დაწყებულა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test