28.11.2014 13:27
არასამთავრობოების აქცია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის წინააღმდეგ

კამპანიაში "ეს შენ გეხება" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები 28 ნოემბერს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციას მართავენ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გამო.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ფარული მიყურადების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სახელწოდებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც არასამთავრობოთა აზრით, შს სამინისტროს მოქალაქეა ფარული მიყურადების შეუზღუდავ და უკონტროლო უფლებას ანიჭებს. პარლამენტმა გუშინვე ჩააგდო ვახტან ხმალაძის ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ე.წ. გასაღების შსს-ს სისტემიდან გამოტანას ითვალისიწინებდა.