განცხადებები / ანონსი
-
დედლაინი
20.06
2014
სიძულვილის ენის შესახებ მონიტორინგისა და კვლევის პრეზენტაცია
20 ივნისს, 2 საათზე მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ევროპის სახლი მართავს "პოლიტიკური დისკურსში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის" მონიტორინგის და კვლევის - "სიძულვილის ენის აღმოფხვრა - კანონმდებლობიდან თვითრეგულირებამდე" პრეზენტაციას.
-
დედლაინი
19.06
2014
ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი-2014 წლის დაჯილდოების ცერემონიალი
19 ივნისს, ხუთშაბათს, 18 საათზე ღია ცის ქვეშ კაფე “ბოტანიკში” (კუს ტბის შესახვევი, კულტურის ცენტრის „მუზა“ ეზო) გაიმართება ევროკავშირის საწუთიანი ფილმების ფესტივალი 2014–ის დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულებს დააჯილდოებს ფესტივალის ჟიური - მწერალი დათო ტურაშვილი და ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი.
-
დედლაინი
16.06
2014
მუშაობას იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, მუშაობის განრიგი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მუშაობას იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში მათი დაკვირვების შედეგების შესახებ.
-
დედლაინი
13.06
2014
„არჩევნების დღის გაშუქების სპეციფიკა“ - შეხვედრა ჟურნალისტებთან
პარასკევს, 13 ივნისს 17:00 საათზე, „სამართლებრივი ინფორმაციის ცენტრი“ გამართავს შეხვედრას მოქმედ ჟურნალისტებთან თემაზე: „არჩევნების დღის გაშუქების სპეციფიკა“
-
დედლაინი
13.06
2014
თანამედროვე ვიდეო ხელოვნების საღამო, ვიდეო პრეზენტაციები და დისკუსიები
ვიდეო ხელოვნების მოყვარულებს 13 ივნისს, 19 საათიდან, ელით საინტერესო საღამო, რომელიც წარმოადგენს…ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC-ის) წევრების: ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, ევროპის სახლის და ორგანიზაციის „აქტივი კულტურისთვის“ ერთობლივ პროექტს.
-
დედლაინი
12.06
2014
პრესკონფერენცია თემაზე: მედია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ
12 ივნისს, 13 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში” (რუსთაველის გამზირი 13), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამართავს პრესკონფერენციას თემაზე: მედია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
-
დედლაინი
11.06
2014
11 ივნისი: 2014 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აგრძელებს მედიამონიტორინგის ინიციატივის მხარდაჭერას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და გიწვევთ პრეზენტაციაზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები.
-
დედლაინი
05.06
2014
5 ივნისს ფრონტლაინ კლუბში დისკუსია და ჯიპა-ფრიდმანის პრიზით დაჯილდოება გაიმართება
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა გეპატიჟებათ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე - ფოკუსშია ჟურნალისტიკა/საგამოძიებო ჟურნალისტიკა.
-
დედლაინი
03.06
2014
საიას პრეზენტაცია ინფორმაციის თავისუფლების და პერსონალურ მონაცემთა დაცვაის თემაზე
3 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმროში ,,თბილისი მარიოტი’’ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევების პრეზენტაციას გამართავს:
-
დედლაინი
23.05
2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიამონიტორინგის ანგარიშს გამოაქვეყნებს