განცხადებები / ანონსი
-
დედლაინი
01.10
2014
მედიის თავისუფლების ხარისხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - IV და V ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
1 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, დარბაზი #5 (მისამართი: ვარდების მოედანი № 1) გაიმართება პროექტის „მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში ( “ENP East Media Freedom Watch”) IV და V ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
-
დედლაინი
21.09
2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა ბათუმში
2014 წლის 21 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება მედეა ვასაძის განცხადება ჯაბა ანანიძის და ირმა ზოიძის წინააღმდეგ. სადავო ჟურნალისტური პროდუქტია ფილმი: „უმაღლესი კომფორტით“.
-
დედლაინი
06.08
2014
დისკუსია სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით
6 აგვისტოს 11:30 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება დისკუსია სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
-
დედლაინი
30.07
2014
საარჩევნო მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები
30 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერია“ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - CRRC საქართველო, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, შეაჯამებენ საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს.
-
დედლაინი
27.07
2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს საჩივრებს
მიმდინარე წლის 26 და 27 ივლისს გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომები.
-
დედლაინი
30.07
2014
თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია
30 ივლისს, 15:00-16:30 სათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ (შეხვედრების ოთახი #6), გაიმართება პრეზენტაცია/დისკუსია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები.
-
დედლაინი
25.07
2014
დისკუსია ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” ახალი კანონის პროექტზე
25 ივლისს, 13:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკითხით დაინტერესებულ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ ახალი კანონის პროექტზე დისკუსიას გამართავს.
-
დედლაინი
22.07
2014
22 ივლისს თბილისში იწყება საერთაშორისო სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამართალში
22 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველ კორპუსში იწყება ოთხდღიანი საერთაშორისო სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამართალში „მედიის კანონი“. ორგანიზატორები არიან დოიჩე ველე აკადემია (Deutsche Welle Akademie) და თსუ.
-
დედლაინი
04.07
2014
ბავშვთა საკითხებზე ჩატარებული მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში გიწვევთ ბავშვთა საკითხებზე ჩატარებული მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე.
-
დედლაინი
25.06
2014
„ინტერნიუსი“ გამართავს მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციას
25 ივნისს, 11:30 საათზე, „ინტერნიუსი-საქართველო“ გამართავს მედიის მონიტორინგის პროექტის "რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგი - თვითმმართველობის არჩევნები 2014" შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციას. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (რუსთაველის № 13, თამარ მეფის დარბაზი).