შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.08

2012

ტრენინგები

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ისეთი კურსდამთავრებულების გამოშვება, რომლებიც დაიმკვიდრებენ თავს, როგორც შემოქმედებითი კომუნიკატორები, რომელთაც აქვთ უნარი დაგეგმონ და წარმატებით განახორციელონ საკომუნიკაციო სტრატეგია სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებით. ის სტუდენტებს უქმნის აუცილებელ თეორიულ საფუძველს და ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას კომუნიკაციის,  საზოგადოებასთან ურთიერთობის ან  მარკეტინგის სფეროებში ეფექტური მუშაობისათვის, როგორც სამთავრობო, ისე კომერციულ და არასამთავრობო სექტორში.

დამატებითი  ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ვებგვერდს: http://www.js.gipa.ge

სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესურა გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით, როგორც ღრმა თეორიული ცოდნით,  ასევე პრაქტიკული გამოცდილებით.  აკადემიური პერსონალის დიდ ნაწილს მიღებული აქვს განათლება დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში, ისინი აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდიკას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი

  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში

სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი

საბუთების მიღების პროცედურა

საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2012 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული.
ტელ: (995) 32  2497501; 555 73 33 77 (მაკა), m.gvelesiani@gipa.ge

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან