შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.05

2012

ტრენინგები

ტრენინგი თემაზე: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამა “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) ტრენინგზე: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები.

ხუთდღიანი სემინარი – “საგამოძიებო ჟურნალისტიკის ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები” – დამწყები ჟურნალისტებისთვის, 2012 წლის 14 - 18 მაისს გაიმართება, მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6, IREX-ის ოფისი.  სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს, რედაქტორებს) როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან. მსგავსი სემინარი საგამოძიებო სფეროში მომუშავე გამოცდილი ჟურნალისტებისთვის 2012 წლის 19 - 22 მაისს გაიმართება.

სემინარზე განხილული  იქნება შემდეგი თემები:

გამოძიების დაგეგმვა და განხორციელება;  ინტერნეტის და სოციალური მედიის  გამოყენება ეფექტიანი გამოყენება კვლევის პროცესში; ძირითადი მონაცემების მოძიება და ანალიზი საგამოძიებო მასალისთვის; სიზუსტის და სანდოობის უზრუნველყოფა; საგამოძიებო მასალის მომზადება და წარდგენა; თითოეული სემინარი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვისა და შედგენის, ასევე საგამოძიებო მასალებში მონაცემების გამოყენების შესახებ. მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი სტატიების (ვიდეო მასალის, სიუჟეტის) იდეები წინასწარ მოგვაწოდონ ან  სემინარზე წარადგინონ.  

სემინარების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.

G-MEDIA პროგრამა ხორციელდება  ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ტრენინგებს გაუძღვება საერთაშორისო ტრენერი ბრანტ ჰიუსტონი, რომელსაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბრანტ ჰიუსტონის მოკლე ბიოგრაფია იხილეთ ქვემოთ. 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” და გადაგზავნონ არაუგვიანეს  10 მაისის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  training@irex.ge

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან შევსებული კითხვარის  განხილვის შედეგად. გამარჯვებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 11-12 მაისს.

ტრენინგის ორგანიზატორები დაფარავენ მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს მონაწილე ჟურნალისტებისათვის რეგიონებიდან. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

საკონტაქტო პირები:
თინათინ ბაშარული, ტელ: 2 912608,  შიდა ნომერი 115; 
ანა ნიჟარაძე,  ტელ: 2912608,  შიდა ნომერი 116. 

ბიოგრაფია

პროფესორი ბრანტ  ჰიუსტონი ჯონ ს. და ჯეიმს ლ. რაინდის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის კათედრის თავჯდომარეა. ჰიუსტონი  საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ახალი ამბების გაშუქებას ილინოისის მედია კოლეჯის ჟურნალისტიკის კათედრაზე ასწავლის, მანამდე კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი იყო.  მან ”გამომძიებელი ჟურნალისტებისა და რედაქტორების“ (IRE, 3 500 წევრს აერთიანებს) აღმასრულებელ დირექტორად ათწლიანი მუშაობის შემდეგ, ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

ჰიუსტონი გახლავთ  სახელმძღვანელოს - „გაშუქება  კომპიუტერის დახმარებით: პრაქტიკული სახელმძღვანელო“ -  სამი გამოცემის ავტორი და „გამომძიებელი ჟურნალისტის სამუშაო წიგნის“  მეოთხე და მეხუთე გამოცემების თანაავტორი. ამჟამად იგი მუშაობს პროექტებზე, რომლებიც  არაკომერციული ჟურნალისტიკას, ეთნიკური მედიის ახალი ამბების სტუდიას და ახალი ამბების მოპოვების პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას მოიცავს.

ჰიუსტონი ხელმძღვანელობს ახლადჩამოყალიბებული საგამოძიებო  ამბების ქსელის მმართველ კომიტეტს, რომელიც არაკომერციული ჟურნალისტური ცენტრების კოალიციას წარმოადგენს. იგი, ასევე, გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის კოორდინატორია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა 2000 წლიდან. ამასთან, იგი მონაწილეობას იღებს ილინოისის შტატის შამპანის საგრაფოს საზოგადოების ინფორმირების ინიციატივაში, სიღარიბესთან დაკავშირებულ საკითხებზე  (cu-citizenaccess.org).

ჰიუსტონი  The Kansas City Star -ის ახალი ამბების განყოფილებაში მუშაობდა. მან პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) 1981 წელს Hyatt Regency Hotel-ში გადასასვლელი ხიდის ჩანგრევის შესახებ ნაშრომისთვის დაიმსახურა. ამასთან, იგი იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის წევრი, რომელმაც კანზას სიტის სამშენებლო ინსპექტორების მიერ  მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ დაწერილ ნაშრომში ჰედლაინერის ჯილდო (Headliners Award) მიიღო. Hartford Courant-ში მუშაობისას, ჰიუსტონმა სახელმწიფო და ფედერალური პროგრამების შესახებ გამოძიებისთვისაც  დაიმსახურა ჯილდო. იგი, ასევე,  იყო გაზეთის მონაცემთა ბაზის რედაქტორი. IRE-ში 14 წლიანი მუშაობის განმავლობაში ჰიუსტონი, როგორც მმართველი და აღმასრულებელი დირექტორი, ზედამხედველობას უწევდა ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს, რითაც ორგანიზაციის გაძლიერებასა და წევრების რაოდენობის გაზრდაში შეჰქონდა წვლილი.

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან