განცხადებები
დედლაინი
18.04
2012
ტრენინგები
როგორ უნდა გავაშუქოთ არჩევნები - ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამა “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (IREX) იწვევს თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) ტრენინგზე: როგორ უნდა გავაშუქოთ არჩევნები
სამდღიანი სემინარი იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გაუწიონ მონიტორინგი წინასაარჩევნო კამპანიას და გააშუქონ ის, ჩატარდება 2012 წლის 23, 24, და 25 აპრილს IREX -ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თბილისში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს), რომლებსაც აქვთ არჩევნების გაშუქების გამოცდილება. მსგავსი სემინარი ასევე გაიმართება დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 2012 წლის 26, 27, 28 აპრილს.
სემინარების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.
G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.
ტრენინგებს გაუძღვება საერთაშორისო ტრენერი ნიკ ტორფი, რომელსაც სამაუწყებლო და ონლაინ ჟურნალისტიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ნიკ ტორფის მოკლე ბიოგრაფია იხილეთ ქვემოთ.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” და სამოტივაციო წერილი. ორივე დოკუმენტი უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 18 აპრილის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: training@irex.ge
სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ. გვითხარით, რატომ დაინტერესდით აღნიშნული ტრენინგით და როგორ აპირებთ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან შევსებული კითხვარის და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად. გამარჯვებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 20 აპრილს.
ტრენინგის ორგანიზატორები დაფარავენ მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს მონაწილე ჟურნალისტებისათვის რეგიონებიდან. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირები:
თინათინ ბაშარული, ტელ: 2 912608, შიდა ნომერი 115;
ანა ნიჟარაძე, ტელ: 2912608, შიდა ნომერი 116
ბიოგრაფია
ნიკ ტორფი პირველი დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო დასავლეთიდან, რომელმაც მუშაობა დაიწყო ბიბისის, გაზეთი Independent და UPI-ს კორესპონდენტად უნგრეთში. ის აშუქებდა ისეთ მოვლენებს, როგორიცაა კომუნისტური წყობის დამხობა უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიასა და აღმოსავლეთ გერმანიაში. 1990 წლიდან ნიკ ტორფი გახდა გაზეთ Observer - ის კორესპონდენტი აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობისას ის აშუქებდა იუგოსლავიის დაშლას და ომებს ხორვატიაში, ბოსნიაში, კოსოვოსა და მაკედონიაში. 1996 წლიდან ნიკ ტორფი არის ბიბისის კორესპონდენტი ცენტრალურ ევროპაში.
სიახლე
-
23.05.2013 18:30
საქართველოში ყველაზე მეტი მსმენელი რადიო „არ დაიდარდოს“ ჰყავს
-
23.05.2013 17:29
2012 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიიღო-GNCC-ს ანგარიში
-
23.05.2013 15:36
კომუნიკაციების კომისია სახელფასო ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხებს ამცირებს
-
23.05.2013 13:42
ადვოკატირების საერთაშორისო კონფერენცია - „ციფრული მედიის რუკა“
კონკურსები
-
დედლაინი
07.06
2013
კონკურსი პროექტი „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
25.05
2013
კონკურსი სოციალური კლიპების სცენარზე
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.05
2013
ტელე-რადიო, საგაზეთო ნამუშევრების, ვებ-რეპორტაჟებისა და ბლოგების შესარჩევი კონკურსი
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
-
დედლაინი
24.05
2013
ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს ვაკანსიას ექსპერტთა გამოკითხვის შეფასების კონსულტანტის პოზიციაზე
-
დედლაინი
07.06
2013
Physical Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Coordinator, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Digital Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Manager, Journalist Security Network
-
დედლაინი
15.12
2013
ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე - Live.ge
ტრენინგები
-
დედლაინი
03.06
2013
სამდღიანი ვორკშოპი დოკუმენტური ფოტოგრაფიის შესახებ
-
დედლაინი
12.06
2013
ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის, თემა: პოლიტიკური კომუნიკაცია
-
დედლაინი
30.05
2013
ტრენინგი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის - საგანგებო სიტუაციებში მუშაობა
-
დედლაინი
01.06
2013
სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილების პრობლემების გაშუქება“
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში
-
დედლაინი
02.06
2013
Reuters-ის სემინარი თბილისში - გლობალური უსაფრთხოება