შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.04

2012

ანონსი

17 აპრილი - „იმედის“ თვითრეგულირების ორგანო "მედია კლუბის" საჩივარს განიხილავს

სამშაბათს, 17 აპრილს, 19:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების ორგანო "მედია კლუბის" საჩივარს, გადაცემა "ქალური ლოგიკის წინააღმდეგ განიხილავს .

მოქალაქეებმა და თბილისის „მედია კლუბის“ წევრებმა ტელეკომპანია „იმედთან“აქცია 26 მარტს გამართეს და გადაცემა „ქალური ლოგიკა“ გააპროტესტეს. მათი აზრით, გადაცემა „ქალური ლოგიკა“ დისკრიმინაციულია ქალების მიმართა და ეწინააღმდეგება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს, რომლის მიხედვითაც მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რომელიმე სქესის მიმართ. საჩივრის ავტორები მოითხოვენ შეწყდეს გადაცემის ეთერში გაშვება, ან მისი შინაარსი შეცვალოს იმგვარად, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებთან. 

აქციის ორგანიზატორებმა დაახლოებით 1000-მდე ხელმომწერის სახელით „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოში საჩივარიც შეიტანეს.

აქციის მონაწილეებს "იმედის" იურისტმა და გადაცემის პროდუსერებმა უპასუხეს

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან