შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

03.02

2012

ტრენინგები

ტრეინინგის პროგრამა ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებისათვის

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) წარმოადგენს ოთხწლიან პროექტს, რომლის მთავარი ამოცანაა კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება საქართველოს საწარმოებში ეფექტიანობის გაზრდისა და მომხმარებლებისათვის უკეთესი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების გზით. პროექტი ახორციელებს პროგრამას ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებისათვის, რომლის მიზანია ეკონომიკური და ბიზნესის დარგში მოღვაწე ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება ეკონომიკურ საკითხებში. პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილს წარმოადგენს ტრეინინგების სერია, ხოლო მეორე ნაწილია დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტების მიერ კონსულტაციების გაცემა, რომელიც მედიის წარმომადგენლებს დაეხმარება ეკონომიკური სტატიების უკეთ მომზადებაში. პროგრამა განხორციელდება 2012 წლის თებერვალ-ივნისში. ტრეინინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამა ასევე მოიცავს კონკურსებს საუკეთესო სტატიების გამოვლენის მიზნით. გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან მნიშვნელოვანი პრიზებით. კონსულტაციების მისაღებად შეირჩევიან ჟურნალისტები, რომლებიც დაესწრებიან ტრეინინგებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დარეკოთ: 2 43 89 24 / 26/ 27

ტრეინინგებზე დასწრების მსურველი ჟურნალისტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

- კანდიდატი უნდა მუშაობდეს ეკონომიკურ თემებზე

- კანდიდატი უნდა იყოს მოქმედი ჟურნალისტი.

ჟურნალისტებმა უნდა გამოგზავნონ CV ელ.ფოსტის მისამართზე: info@epigeorgia.com არა უგვიანეს 2012 წლის 3 თებერვლისა. აუცილებელია, ჟურნალისტებმა CV-ში მიუთითონ ბოლო 6 თვის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების/გაშუქებული მასალის 5 მაგალითი მაინც.

ეკონომიკური ექსპერტების მიერ კონსულტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობის ჟურნალისტებზე და იგი განკუთვნილია მხოლოდ იმ ჟურნალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ანალიტიკურ სტატიებზე.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან