შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ანონსი

„სტუდია მონიტორი"-ს მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება

3 თებერვალს, 18 საათზე,  ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (მის: ჭოველიძის #10ა), "სტუდია მონიტორი"-ს მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.

ფილმი ეხება კომპანია "ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს მიერ დაზარალებულ კლიენტებს, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანების პრობლემები, რომლებმაც ცენტრ-პოინტს 2005 -2008 წლებში თანხები გადაუხადეს, კომპანიამ კი მათ მიმართ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.  რამდენიმე ათასი ადამიანი კომპანიისგან ბინების გადაცემას ან ფულის დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ელოდება.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია რომ კომპანია "დექსუსი", რომელსაც გასულ წელს "ცენტრ-პოინტი" მართვაში გადაეცა,  დაზარალებულ მოქალაქეებს კაბალურ პირობებს უყენებს. ფილმში ნაჩვენებია  ცენტრ-პოინტის მუშაობის  სქემა, ამ სქემით ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათ დიდ ნაწილს კუთვნილი თანხების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობითაც უჭირთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test