შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ანონსი

23 იანვარს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება

23 იანვარს, 11.00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეორე საერთო კრება.

საერთო კრებაზე ქარტიის საბჭოს 3 ახალ წევრს  აირჩევენ,  წარმოადგენენ ქარტიის საბჭოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ასევე ფინანსურ ანგარიშს. შეათანხმებენ ქარტიის წესდების  ცვლილებების პროექტს, რომელიც გამოქვეყნებულია ქარტიის საბჭოს ვებგვერდზე www.qartia.wordpress.com

ქარტიის საერთო კრება 17.00 საათისათვის დაასრულდება.

ქარტიის ხელმომწერებმა კრებაში მონაწილეობის სურვილი,  უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში,  უნდა დაუდასტურონ ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iag@ethicscharter.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test