შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ანონსი

მთავრობის წევრთა ხელფასების, პრემიებისა და საკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება

16 დეკემბერს, 12 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ფარგლებში შექმნილი ახალი ვებ-გვერდის www.opendata.ge პრეზენტაცია.

ვებ-გვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტები და სარეზერვო ფონდები. ასევე ცნობილი გახდება მთავრობის წარმომადგენლების საკომუნიკაციო და საწვავზე დახარჯული ხარჯების ოდენობა და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. პრეზენტაციაზე დასახელდება ყველაზე გამჭირვალე და დახურული სამინისტრო.

ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ეყრდნობა მხოლოდ თავად სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას. მომავალში ვებ-გვერდზე ინფორმაციის მოძიების წყარო, გარდა ოფიციალური სტრუქტურებისა, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან.

ვებ-გვერდი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test