განცხადებები
დედლაინი
30.11
-1
ანონსი
ჟურნალისტები და იურისტები მათ მიერვე შემუშავებულ კანონპროექტების პაკეტს პარლამენტს განსახილველად ოფიციალურად შესთავაზებენ
თბილისი. 12 ნოემბერი. 14:00 საათი. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის აპარატში ჩააბარებს კანონპროექტების პაკეტს, რომელიც შემუშავდა საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით.
საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და მაუწყებლის შესახებ კანონს შეეხება. საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრთა აზრით, ეს ცვლილებები იმ პრობლემების გადაჭრას უზრუნველყოფს, რომელიც მაუწყებელთა საკუთრების კონცენტრაციასა და მესაკუთრეთა გამჭვირვალეობასთან, ფინანსურ გამჭვირვალეობასა და ინტერესთა კონფლიქტებთან, საჯარო ინფორმაციის მიღებასა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა ინტერესების კონფლიქტთან არის დაკავშირებული.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი პროექტის "მედიაგარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესება" ფარგლებში მომზადდა.
სიახლე
-
28.02.2023 01:01
70-ზე მეტი მედიორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა