განცხადებები
დედლაინი
28.03
2023
განცხადებები / კონკურსები
“ინტერნიუსი – საქართველო” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო ორანიზაციებისთვის
“ინტერნიუსი საქართველო”, „ინტერნიუსთან“ პარტნიორობით აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ეთნიკური უმცირესობის თემებისთვის ჩაატარებენ მედიაწიგნიერების და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.
აღნიშნული კამპანიები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ასწავლის დეზინფორმაციის, გადაუმოწმებელი ფაქტების და ინფორმაციით მანიპულირების ამოცნობას. ეს აქტივობა ნაწილია პროექტის „ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა სამეზობლოში”, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებას.
ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com 2021 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე
სიახლე
-
28.02.2023 01:01
70-ზე მეტი მედიორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა