შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.07

2022

მედიაში გენდერული სტერეოტიპების შესაცვლელად ტრენინგები გაიმართა

გენდერული სტერეოტიპების შესამცირებლად, მედიაორგანიზაციებში ქალი ჟურნალისტების გასაძლიერებლად და მედია მრავალფეროვნების მხარდასაჭრად  
ილია ჭავჭავაძის ცენტრში რვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგში მონაწილეობენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნვიერსიტეტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და სხვ.) ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები.

ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიაფსიქოლოგი მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მარინა გოქსაძე.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

-როგორ შევცვალოთ გენდერული სტერეოტიპები მედიაში (ახალ ამბებში, თოქ-შოუებსა და რეკლამებში)?
-როგორ გავაშუქოთ ოჯახური ძალადობა?
-როგორ გავაშუქოთ ტრაგიკული ამბები?
-გენდერული თანასწორობა - ისტორია, კანონმდებლობა, გამოწვევები.
-რა უნდა ვიცოდეთ სენსიტიური გაშუქების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე?

ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლვებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის სერტიფიკატები. ტრენინგები და დისკუსიები მედიამენეჯერებთან ტარდება ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test