შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.03

2019

კონკურსები

ჟურნალისთტა კონკურსი „რეგიონის განვითარება“

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ახორციელებს პროექტს   სახელწოდებით - „სამეგრელო-ზემო  სვანეთის  მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“, რომელიც ხორციელდება GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების   მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების  ინფორმირება  და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული  განვითარება, თანამშრომლობა  საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თემაზე -„რეგიონის განვითარება“, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.

კონკურსის მიზანია:
- ადგილობრვი მედია საშუალებების წახალისება;
- საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, 21-ე თავით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით. https://bit.ly/2R644NG (გვ 478-481)

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი ყველა ტიპის მედია საშუალების წარმომადგენელს:
- ტელევიზია; 
- რადიო; 
- ბეჭდვითი/ონლაინ მედია.

საკონკურსო პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, 21-ე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით დაიბეჭდა, გამოქვეყნდა ან ეთერში გავიდა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით.
- კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნას ერთჯერადი ნამუშევარი, (ტელე/რადიო გადაცემა, საგაზეთო სტატია, ინტერნეტ (ონლაინ) მედია ნამუშევარი). 
- ერთმა კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს ერთი ნამუშევარი. 
- განიხილება მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი მედია საშუალებებით გავრცელებული ქართულენოვანი მასალა. ნამუშევრების წარდგენისათვის კონკურსი ღიაა 2018 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 10 მარტამდე. დაგვიანებული განცხადებები არ განიხილება.

შეფასების კრიტერიუმები:
- რამდენად აქტუალურია შერჩეული თემა/საკითხ(ებ)ი;   
- რამდენად პასუხობს საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ მოთხოვნებს;  
- რამდენად სიღრმისეულად არის გამოკვლეული/განხილული საკითხი;  
- რამდენად გასაგებია, საინტერესოა, მიმზიდველია ნამუშევარი მსმენელის ან მკითხველისათვის; 
- ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე); 
- სტატიაში/სიუჟეტში მოყვანილი სანდო და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე.ნამუშევრებს შეაფასებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა ჯილდო და სერტიფიკატი.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა:
საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით და მას თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტთა საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა.
ელექტრონულად გამოგზავნილი საკონკურსო მასალა უნდა მოიცავდეს ტელე/რადიო გადაცემის ან ინტერნეტ (ონლაინ) მედია ნამუშევრის ბმულს, ან ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის სკანირებულ ვერსიას გამოქვეყნების ვადების მითითებით.
ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ldageorgiakutaisi@gmail.com . გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს „ჟურნალისტთა კონკურსი“.
ბეჭდური სახით საფოსტო ან საკურიერო გზავნილის შემთხვევაში საკონკურსო მასალები გამოგზავნილი ან მიტანილი უნდა იქნას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში მისამართზე: ქ.ქუთაისი, 4600, ა.წერეთლის ქ №111ა. წარმოდგენილი განაცხადები უნდა მოიცავდეს: DVD/CD დისკზე ჩაწერილ ტელე/რადიო გადაცემას; ან ინტერნეტ(ონლაინ) მედია ნამუშევრის სკანირებულ ვერსიას;ან სტატიის სამ ასლს და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთ ორიგინალ ვერსიას, რომელშიც საკონკურსო მასალა გამოქვეყნდა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, მითითებით: “ ჟურნალისტთა კონკურსი“.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იტოვებს უფლებას გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და სხვადასხვა მედიაში, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით .

საკონტაქტო ინფორმაცია:
(0431)242402,
ldageorgiakutaisi@gmail.com  
www.facebook.com/LDAGeorgia
www.ldageorgia.ge
საკონტაქტო პირი: მაგდა ფურცხვანიძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test