შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

19.12

2018

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი თემაზე -- მედიაუდიტორიის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

ინტერნიუსი-საქართველო ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად ტრენინგში თემაზე “მედიააუდიტორიის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.” ტრენინგის მიზანია მედიასაშუალებებში ვებაუდიტორიის ანალიზის და მონაცემებზე დაფუძნებული სარედაქციო და ბიზნესმართვის პროცესების გაუმჯობესება. ტრენინგი 2018 წლის 22-23 დეკემბერს გაიმართება “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში (11, ანდრია აფაქიძის ქ., თბილისი, “ტიფლის ბიზნესცენტრი”, მე-8 სართ).  ტრენინგს გაუძღვებიან სანდრო ასათიანი და ეკა ფირცხალავა. ინტერნიუსი-საქართველო რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სამოგზაურო ხარჯებს აუნაზღაურებს.

ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავს: ა) ვებაუდიტორიის შესახებ მონაცემთა (Google-ის და Facebook-ის ანალიტიკა) ანალიზი, ბ) მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენება მედიაკონტენტის დაგეგმვასა და წარმოებაში აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით, გ) მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენება გაყიდვებსა და მართვაში, დ) სოციალური მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკა.

სანდრო ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი და GeoLab-ის (geolab.edu.ge) დამფუძნებელი დირექტორია. მას დიდი გამოცდილება აქვს მედიისა და ICT ტექნოლოგიების სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შემდეგი ონლაინ პროექტები: saba.com.ge, cybegala.me, kavshirebi.ge, online.iliauni.edu.ge და სხვა.  სანდრო ასათიანმა შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო სოციალური მედიის თემაზე; მისი თანაავტორობით გამოიცა „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“ და „ვიდეო ადვოკატირება“.

ეკა ფირცხალავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და DW აკადემიის მედია კონსულტანტია. მას დიდი გამოცდილება აქვს საქართველოში ჟურნალისტიკის, მონაცემებზე დაფუძნებული მედია ბიზნეს მოდელის და ახალი მედიის განვითარების სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა რამდენიმე რეგიონული ვებგვერდი საქართველოში. როგორც მედია ტრენერი და კონსულტანტი წლებია თანამშრომლობს OSGF-ის, USAID-ის და EU-ს სხვადასხვა მედია პროექტებში საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში.

ინტერნიუსი-საქართველოს ახალი ოთხწლიანი პროექტი - „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU), მიზნად ისახავს  გააძლიეროს მედიის კავშირი აუდიტორიასთან, მედიასაშუალებების მდგრადობა და მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას და მედია საშუალებების ფინანსურ მდგრადობას აუდიტორიის მოთხოვნების უკეთ შესწავლის და ანალიზის გზით.

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის დირექტორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401 და ირინა სამხარაძე, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: irina@internews.ge, მობ. ტელეფონი: 599 553 498.

ინტერნიუსი საქართველოს “ინფორმაციაზე წვდომის და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test