შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.12

2018

განცხადებები / კონკურსები

კონკურსი ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად

“ინტერნიუსი - საქართველო”, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის მიზანია მედიის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და კავკასიის ქვეყნებში. პროექტის შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით და  გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია. პროექტის ყველა აქტივობა ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტური ღირებულებების დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.

პროექტის ფარგლებში მომზადდება 10 მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი  - “ჯორჯია პლიუს” საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე (მაგ. რეფორმები, კორუფცია, ევროპასთან პარტნიორობა, მეზობელი რეგიონები, ემიგრაცია, უმცირესობათა ჯგუფები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, გარემოს დაცვა და სხვ.). საინფორმაციო პაკეტი მოიცავს ვიდეო, აუდიო, ტექსტურ მასალებს, ინფოგრაფიკას, ინტერაქტიულ რუქებს, თამაშებს, გამოკითხვებს და სხვა მულტიმედიურ ელემენტებს. მულტიმედიურ პაკეტებს მოამზადებენ ცენტრალური მედიასაშუალებები და გადასცემენ 10 ადგილობრივ მედიასაშუალებას, რომლებიც მოახდენენ მასალის ადაპტირებას და გავრცელებას აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად.

„ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური პაკეტების ავტორებს საკონკურსო წესით შეარჩევს საკოორდინაციო საბჭო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჟურნალისტებს, ასევე მედიაორგანიზაციებს (ბეჭდური და ონლაინ მედია, რადიო, ტელევიზია) და მწარმოებელ სტუდიებს. აპლიკანტებს ასევე შეუძლით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ან კვლევით ცენტრებთან (think tanks) თანამშრომლობით ერთობლივი განაცხადის წარმოდგენა. თითოეულ აპლიკანტს შეუძლია წარადგინოს განაცხადი ერთი ან მეტი (შესაძლებელია ათივე) მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის მოსამზადებლად. 

განაცხდების მიღების ბოლო ვადა-17 დეკემბერი

კონკურსის შესახება დამატებითი ინფორმაცია ჩამოტვირთეთ Media.Ge-ს გვერდიდან, ან იხილეთ Internews.ge-ს ვებ-გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test