შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

08.04

2018

ვაკანსიები

ვაკანსია მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე

მულტიმედია კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის ვიდეო სიუჟეტის მომზადებაში, მონტაჟსა და მულტიმედია პროდუქციის შექმნაში.
პრაქტიკული კურსის კოორდინირება, რაც გულისხმობს კურსის მონაწილეთა დახმარებას მულტიმედია პროდუქციის დაგეგმვასა და შექმნაში. საუკეთესო ნაშრომების შერჩევას და ვებ-პორტალზე განთავსებას, ასევე სოციალურ მედიაში მათ პოპულარიზაციას.

ორგანიზაციის სხვა საკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას.
 თვიური ხელფასი: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

კვალიფიკაცია

უმაღლესი განათლება (მულტიმედია ჟურნალისტიკა )
მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა

უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე: mdfgeo@gmail.com

რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა, რომელთანაც სამუშაო გამოცდილება გაკავშირებთ და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
აპლიკანტის მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა, რომელიც მისი პროფესიული გამოცდილების შეფასების საშუალებას იძლევა.

დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე.

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, MDF არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 8 აპრილი.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test