შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.04

2018

კონკურსები

MDF იწვევს ჟურნალისტებს "მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით, PITA-ს პროექტის ფარგლებში, იწვევს ჟურნალისტებს "მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.  

კონკურსის მონაწილეებმა 2018 წლის 17 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ იდეის კონცეფცია შემდეგ თემებზე:

1.ეთნიკური მრავალფეროვნება 
2.რელიგიური მრავალფეროვნება
3.ლინგვისტური მრავაფეროვნება
4.მიგრანტები
5.გენდერული  მრავალფეროვნება და თანასწორობა
6.თანასწორობა

კონცეფციაში მითითებული უნდა იყოს: გაშუქების თემა, გეგმა, სავარაუდო წყაროები, გაშუქების მეთოდი და რომელ მედიაში გამოქვეყნდება მასალა.

ჟიური 6 საუკეთესო იდეის ავტორს გამოავლენს, რის შემდეგაც გამარჯვებულები მოამზადებენ მასალებს და გამოაქვეყნებენ, მათ მიერ წინასწარ მითითებულ მედია საშუალებაში. გამარჯვებული აპლიკანტები მასალის გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ ჰონორარს $350-ის ეკვივალენტს ლარებში და დაჯილდოვდებიან სპეციალური სერტიფიკატებით.

მონაწილეთა მიერ წარდგენილი საკონკურსო მასალა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: 

უნდა გამოქვეყნდეს ტევევიზიაში, რადიოში, ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში, კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ვადებში [არაუგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა];

თემა უნდა წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს და ხელს უწყობდეს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას;

გამოქვეყნებულ მასალაში დაცული უნდა იყოს მაუწყებელთა ქცევის  კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა იდეის კონცეფცია და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია 2018 წლის 17 აპრილამდე უნდა გამოგზავნონ  შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge . წერილში მიუთითეთ კონკურსის დასახელება "მრავალფეროვნების გაშუქება”.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test