შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.02

2018

ტრენინგები

ცხადდება კონკურსი ქარტიის მედიასკოლაში მისაღებად

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქმნის მედიასკოლას და იწყებს სტუდენტთა მიღებას. სკოლა ორიენტირებული იქნება დამწყები ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ 5 თვის განმავლობაში იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებით და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ 5 მოდულს:

ახალი ამბების გაშუქება
  • რა არის ახალი ამბავი?
  • ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება
  • ინფორმაციის წყაროები
ინფორმაციის გადამოწმება
  • ინფორმაციის გადამოწმების ხერხები
  • არსებული მონაცემთა ბაზების გამოყენება (სახელმწიფო ტენდერები, საჯარო რეესტრი, აუდიტის სამსახური)
  • დოკუმენტებთან მუშაობა
  • კავშირის დადგენა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კერძო პირებს/კომპანიებს შორის
წერის ტექნიკა
  • პრაქტიკული მუშაობისას წერის სტილის, სტრუქტურის დახვეწა
  • ფორმების მრავალფეროვნება
ეთიკური დილემები
  • საჯარო ინტერესის ტესტი მედიისთვის
  • ეთიკური საკითხები, რომლის გადაწყვეტაც ჟურნალისტს უწევს მუშაობისას
ამბის მოყოლის ფორმები
  • ინფორმაციის გადაცემის მულტიმედია ხერხები
  • პლატფორმები, რომელიც ვიზუალური მრავალფეროვნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული
თითოეულ მოდულს გაუძღვებიან გამოცდილი ჟურნალისტები - მაია მეცხვარიშვილი, გიორგი მგელაძე, ნინო ჯაფიაშვილი, ზვიად ქორიძე, ნათია კუპრაშვილი. მათ გარდა მოისმენენ სხვა პრაქტიკოსი რეპორტიორების მასტერ კლასებს და პრაქტიკულად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს.

პროექტში მონაწილეობა უფასოა. კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი ან/და მაგისტრატურის სტუდენტი ვისაც სურს, რომ გახდეს ჟურნალისტი.

მედიასკოლაში სწავლის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 თებერვალი

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება, რის შემდეგაც 15 საუკეთესო მოხვდება ჯგუფში. სწავლა 1 მარტიდან დაიწყება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, შიო მღვიმელის ქუჩა 6ბა
ტელეფონი: 2912870
E-mail: ethicscharter@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test