შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

18.02

2018

კონკურსები

„დოიჩე ველე აკადემია“ აცხადებს კონკურსს რეგიონული მაუწყებლებისთვის

მედიის განვითარების სფეროში გერმანიის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DW Akademie) აცხადებს კონკურსს და იწვევს საქართველოს რეგიონალურ მაუწყებლებს თანამშრომლობისთვის პროექტის „მედიის მდგრადობის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

საპროექტო წლის ხანგრძლივობა: 2018 წლის მარტი- 2018 წლის ნოემბერი. 

2018 წლის თებერვალს დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული იქნება 3 მაუწყებელი. 

„დოიჩე ველე აკადემია“ პარტნიორ-მაუწყებელს სთავაზობს:
- კონსულტაციებსა და ტრენინგებს მარკეტინგსა და მედია მენეჯმენტში;
- ასევე სხვა სახის ტრენინგებს საჭიროების მიხედვით;
- წელიწადში ორჯერ განხორციელდება პარტნიორი მაუწყებლის აუდიტორიის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა ვიდეო-მეტრიქსის აპლიკაციისა და ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვის მეშვეობით (აღნიშნული აპლიკაცია შექმნილია „დოიჩე ველე აკადემიის“ მიერ). კვლევის შედეგები კი შესაბამის მაუწყებელთან ერთად იქნება განხილული;
- კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მაუწყებელს გაუწევს კონსულტაციებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მცირე ტექნიკურ აღჭურვილობის შეძენა, რათა ხელი შეუწყონ მაუწყებლის მიერ კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგების პროგრამირებაში ასახვას.  

„დოიჩე ველე აკადემია“პარტნიორისგან ელოდება:

- აქტიურ ჩართულობას ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში (კონკრეტული თარიღები განისაზღვრება „დოიჩე ველე აკადემიისა“ და მაუწყებლის ურთიერთ-მოლაპარაკების საფუძველზე);
- დაინტერესებას საკუთარი ორგანიზაციის მდგრად განვითარებასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში;
- ასევე, გამჭვირვალობას და ღიაობას პროექტის განხორციელების დროს. 

დაინტერესებული მაუწყებლის მენეჯმენტმა ქართულ ენაზე უნდა  შეავსონ ქვემოთ მოცემული ანკეტა
 https://docs.google.com/forms/d/12rZzfDXIz46QdbJLCNceUzen5LaRW7gO5zjHO1aAo8k/edit .

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 თებერვალი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test