შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.01

2018

კონკურსები

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი აცხადებს საგრანტო კონკურსს

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ACCESS-ის პროექტის ფარგლებში აცხადებს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის (PPAG) საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. საგრანტო კონკურსის მთავარი თემაა - ევროინტეგრაციის ხელშეწყობა და კამპანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა-31 იანვარი, 16:30 საათი.

დაფინანსდება შემდეგი ტიპის საქმიანობა:

• მოსახლეობის იმ სუსტი წერტილების შესწავლა, რის გამოც ისინი მოწყვლადი არიან პროპაგანდის წინაშე (წუხილები, შიშები, ცრურწმენები, არასწორი აღქმები, ინტერესები) და შემდგომ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის ისეთი ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდება, რომელიც გაზრდის მათ იმუნიტეტს სამომავლო დეზინფორმაციის მიმართ (ეს მეორე ნაწილია მთავარი)

• ინოვაციური და მრავალმხრივი სტრატეგიული კომუნიკაციების (Strategic Communications) კამპანიების განხორციელება, რაც, მარტივად რომ ვთქვა, გულიხმობს საქართველოს იდენტობის და მისი დასავლური არჩევანის თაობაზე პოზიტიური ნარატივის, შესაბამისი მესიჯების შექმნას და გავრცელებას, რითაც ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავლენა მოსახლეობაზე დასუსტდება

• ორიგინალური კვლევების (მაგ. ექსპერიმენტული კვლევა) ჩატარება იმაზე თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს დეზინფორმაცია საქართველოში და ძალიან კონკრეტული, პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება ხელისუფლების, დონორების თუ არასამთავრობოებისთვის

• სხვა ინოვაციური ღონისძიებების განხორციელება, რომლის მიზანი იქნება რეზისტენტულობის გაზრდა დეზინფორმაციის მიმართ სწორედ იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც პროპაგანდის სამიზნე არიან

• მათ შორის იუმორის, ალტერნატიული მედიის, ხელოვნების, გასათობი მედიის, ტრადიციული მედიის (TV), საგამოძიებო ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, მედია-წიგნიერების და ა.შ. გამოყენება

• განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება მოქალაქეების ფართო მასების ჩართვას, მათ შორის სოციალური მედიით, პროპაგანდაზე საპასუხო ქმედებებში"

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test