შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.01

2018

განცხადებები / კონკურსები

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2018 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების საკონკურსო პროგრამას

კომისია,  აშშ-ის მისიის ხელმძღვანელისა და საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსის თანათავმჯდომარეობით, დააფინანსებს საგრანტო პროექტებს, რომლის მაქსიმალური ბიუჯეტი წარმოადგენს 50,000 აშშ დოლარს.

საგრანტო განაცხადი შეუძლიათ შემოიტანონ საქართველოში მოღვაწე არაკომერციულმა, არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც მხარს უჭერენ შემდეგ ინციატივებს:

1. სამოქალაქო ჩართულობა (კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; თანაბარი შესაძლებლობები და ქალთა ჩართულობის გაძლიერება; უმცირესობების სოციალური ინტეგრაცია; ლიდერობის განათლება; დემოკრატიული პრაქტიკისა და პრინციპების განვითარების ხელშეწყობა, ა.შ.)

2. ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობა (სტრატეგიული დაგეგმარება და კომუნიკაციები; სამოქალაქო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება, ანტიკორუფციული კამპანიები, ტრენინგები, ა.შ.)

3. ეკონომიკური ზრდა (რეგულაცია და ბიზნესპრაქტიკა; მეწარმეობა; ტურიზმის განვითარება, ა.შ.)

4. დამოუკიდებელი მედიის განვითარება უფრო ინფორმირებული და ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის (ჟურნალისტიკის ფაკულტეტების/მედია სკოლების გაძლიერება, მედია წიგნიერება და მედიის ადვოკატირება, მედიის გამჭვირვალობა, ონლაინ მედია; ჟურნალისტიკური ეთიკის ხელშეწყობა, ა.შ.)

5. კანონის უზენაესობა (კრიმინალური სამართლისა და საკანონმდებლო სააგენტოების პროფესიული განვითარება; საზოგადოების წვდომა გავრცელებულ სამართლებრივ საკითხებზე; საჯარო მომსახურეობის ხელშეწყობა საკანონდმებლო ინსტუტებსა და სააგენტოებში; კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები).

შენიშვნა: ორგანიზაციები, რომელთა საპროექტო განაცხადების ბიუჯეტიც აღემატება $25,000 აშშ დოლარს, ვალდებულნი არიან, მოიპოვონ „Unique Entity Identifier (UEI)“ და დარეგისტრირდნენ საგრანტო მენეჯმენტის სისტემაში: (SAM.gov). განმცხადებლები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, არ განიხილებიან დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამისათვის. SAM.gov  რეგისტრაციის ინსტრუქციები თანადართულია PowerPoint პრეზენტაციის სახით.

საგრანტო ანკეტები მიიღება 2018 წლის 31 იანვრის, 18:00 საათამდე. საგრანტო ანკეტების განხილვა შესაძლოა გაგრძელდეს სამიდან ექვს თვემდე. დაფინანსებისთვის შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად გაიგზავნება ვაშინგტონში. შევსებული საგრანტო ანკეტები (ერთი ამობეჭდილი ასლი ინგლისურ ენაზე სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად), მითითებულ თარიღამდე უნდა შემოიტანოთ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში, ამერიკის საელჩოში. მისამართი : ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა 11, თბილისი 0131, საქართველო. ამობეჭდილ ასლთან ერთად ელექტრონული აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: TbilisiGrants@state.gov

ელ.გზავნილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ: DemCom Program საელჩოში გამართულ საკონსულტაციო დღეებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საგრანტო პროგრამის მენეჯერს სოფო ბზიშვილს და ნინო გაგუას ელ.ფოსტის მეშვეობით: TbilisiGrants@state.gov. ელ.გზავნილის სათაურში მიუთითეთ: DemCom Program Consultation

საკონსულტაციო შეხვედრებისა და ონლაინ კითხვა-პასუხის განრიგი

30 ნოემბერი - 12:00 საათი - რუსთავი შარტავას ქ. 11, რუსთავი, საქართველო. რუსთავის ამერიკული კუთხე
1 დეკემბერი - 16:00 საათი - ონლაინ კითხვა-პასუხი FB.com/Tbilisi.usembassy
7 დეკემბერი - 13:00 საათი - პირადი კონსულტაცია გრანტების მენეჯერთან, ამერიკის საელჩო (წინასწარი დარეგისტრირებით, მინიმუმ 3 დღით ადრე)
11 დეკემბერი - 11:00 საათი - გორი სტალინის ქ. 8, გორი, საქართველო. გორის ამერიკული კუთხე
11 დეკემბერი - 14:00 საათი - ხაშური ძნელაძის ქ. 10, ხაშური, საქართველო. ხაშურის ამერიკული კუთხე
12 დეკემბერი - 12:00 საათი - ქუთაისი დუმბაძის ქ. 2, ქუთაისი, საქართველო. ქუთაისის ამერიკული კუთხე
12 დეკემბერი - 17:00 საათი - ზუგდიდი მერაბ კოსტავას ქ. 58, ზუგდიდი, საქართველო. ზუგდიდის ამერიკული კუთხე
13 დეკემბერი - 17:00 საათი - ბათუმი ვაჟა-ფშაველას ქ. 21, ბათუმი, საქართველო. ბათუმის ამერიკული კუთხე
15 დეკემბერი - 17:00 საათი - პირადი კონსულტაცია გრანტების მენეჯერთან, ამერიკის საელჩო (წინასწარი დარეგისტრირებით, მინიმუმ 3 დღით ადრე)
20 დეკემბერი - 17:00 საათი - ონლაინ კითხვა-პასუხი FB.com/Tbilisi.usembassy
5 იანვარი - 13:00 საათი – ონლაინ კითხვა-პასუხი FB.com/Tbilisi.usembassy
12 იანვარი - 12:00 საათი – პირადი კონსულტაცია გრანტების მენეჯერთან, ამერიკის საელჩო (წინასწარი დარეგისტრირებით, მინიმუმ 3 დღით ადრე)
18 იანვარი - 15:00 საათი - ონლაინ კითხვა-პასუხი FB.com/Tbilisi.usembassy

წყარო: http://www.cso.ge/view.php?type=tenders&slug=demokratiis-komisiis-mcire-grantebis-programis-konkursi-2018-wlistvis&lang=ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test