შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.12

2017

კონკურსები

კონკურსი სტუდენტებისთვის

pins.ge მონაცემებით, დიზაინითა და პოლიტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს ღონისძიებაზე "პოლიტიკა რიცხვებში".

ღონისძიების პირველ ნაწილში ჩატარდება ვორკშოპი მონაცემთა ვიზუალიზაციაზე, შემდეგ კი სტუდენტები თავად შექმნიან ამბებს (ვიზუალიზაციებს, სტატიებს) პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ. გამარჯვებულებს გადაეცემათ პლანშეტები.

“პოლიტიკა რიცხვებში” – pins.ge არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალეობის გაზრდას და პოლიტიკური ამბების გაშუქებაში მონაცემებისა და ვიზუალიზაციების გამოყენების ხელშეწყობას.

თუ თვლი, რომ ეს შესაძლებლობა ზუსტად შენთვისაა, შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა!

ღონისძიება გაიმართება 17 დეკემბერს. ღონისძიების სავარაუდო განრიგი:

12:00 - 12:10 - რეგისტრაცია
12:10 - 14:00 - ვორკშოპი მონაცემთა ჟურნალისტიკაში
14:00 - 14:30 - შესვენება
14:30 - 18:00 - პროექტებზე მუშაობა
18:00 - 19:00 - პროქტების პრეზენტაციები
20:00 - გამარჯვებულების დაჯილდოება

პროექტი "პოლიტიკა რიცხვებში" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფორსეტი არის ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდაზე მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ფორსეტი დააარსა ჯამპსტარტ ჯორჯიას ყოფილმა გუნდმა 2017 წლის მაისში. ორგანიზაციის მისიაა, საგანმანათლებლო პროგრამებით, ღია კოდის მქონე ხელსაწყოებით, მონაცემებზე დაფუძნებული ჟურნალისტური პროდუქტებითა და ადვოკატირების კამპანიებით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გაზარდოს კომუნიკაციის ეფექტურობა.

ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ფორმა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test