შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.04

2017

განცხადებები / კონკურსები

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ინოვაციური პროექტებისთვის

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს  მცირე გრანტების (3) კონკურსს  ინოვაციისთვის პროექტის - „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს სასარგებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მოქალაქეებისთვის ადგილობრივი მედია საშუალებების გაუმჯობესებით, ჟურნალისტიკაში ინოვაციების დანერგვით, ახალგაზრდებს შორის დიალოგის წახალისებით, ხანდაზმულთათვის ინტერნეტის სწავლების ორგანიზებით და სამი ქვეყნის ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებით.

პროექტის ერთ-ერთი ელემენტით გათვალისწინებულია  სამი გრანტის გაცემა ინოვაციისთვის ადგილობრივ და საერთოეროვნულ მედიასაშუალებებში. გრანტები ხელს შეუწყობენ ონლაინ მედია კონტენტის გაუმჯობესებას ისეთი ინოვაციური პროექტების დაფინანსებით, როგორებიცაა, მაგალითად: ვებ-გვერდების (პორტალები ან ბლოგები) შექმნა, პოდკასტირების პოტენციალის შეძენა,  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აპლიკაციების შექმნა, ინფორმაციის აგრეგატორების, ინტერაქტიული რუქების, მობილური სატელეფონო აპლიკაციების შექმნა (ან მედიასაშუალების  აპლიკაცია ან აპლიკაციები, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ სოციალური მიზნები), ღია მონაცემების გამოყენების ინსტრუმენტები, სამოქალაქო ჟურნალისტიკის ან სხვა ინოვაციური ჟურნალისტური კონცეფციები და ა.შ. საქართველოს მედია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ონლაინ მედიაში ინოვაციური პროექტები ხელს შეუწყობენ მედიის აქტიურ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან. პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მათ უნდა ხელი შეუწყონ საქართველოსთვის აქტუალური სოციალური პრობლემების (მაგალითად: ახალგაზრდა/ხანდაზმული თაობის ჩართულობის დონე საზოგადოებრივ დიალოგში, მთავრობის ანგარიშვალდებულება, ეკოლოგია, კორუფცია, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგო ეფექტურობა და ა.შ.) გადაჭრას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • ონლაინ მედიაში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • მედია ბაზარზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • ონლაინ მედიაში ინოვაციური კონცეფციების განხორციელების უნარი, თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და სამოქალაქო ჟურნალისტიკაში ჩართულობა;
  • რეპუტაცია და პროფესიული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;

ბიუჯეტი

სამ ყველაზე წარმატებულ პროექტს/გუნდს გადაეცემა გრანტი, თითოეულს 4,000$ ოდენობით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გაიგზავნოს  ელ. ფოსტით მისამართზე shorena@internews.ge ან მოტანილი იქნეს “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში 2017 წლის 20 მაისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: “ინტერნიუსი-საქართველო” ,პაოლო იაშვილის ქ. #14, თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test