შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.06

2017

განცხადებები / კონკურსები

ფოტოკონკურსი თემაზე - „მარტოხელა მშობლები საქართველოში“

„ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი“ აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე - |მარტოხელა მშობლები საქართველოში.“

ვინ არიან მარტოხელა მშობლები:

ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;
განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მასალა:

საკონკურსო მასალა, შესაძლოა, იყოს 1 ფოტო ან ფოტოპროექტი(მაქსიმუმ 12 ფოტო);
ფოტო/ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფაილის ფორმატით, მინიმუმ 2000-3000 pix;
ფოტოები შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;

რა კრიტერიუმებით შეირჩევა საუკეთესო ფოტო/ფოტოპროექტი:

მასალაში უნდა ჩანდეს, რომ დედა/მამა მარტოხელაა და შვილს მარტო ზრდის;
უნდა ჩანდეს ის სირთულეები, რაც შვილის მარტო გაზრდას უკავშირდება;
სასურველია, ჩანდეს ის სოციალური პრობლემები, რაც მარტოხელა მშობლების უმეტესობას აქვს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:

პირველი ადგილი - 500 ევრო;
მეორე ადგილი - 400 ევრო;
მესამე ადგილი - 300 ევრო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოგზავნონ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე: საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გაგზავნონ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე: info@hrdf.ge  ან წარადგინონ შემდეგ მისამართზე: კანდელაკის ქუჩა 2, სადარბაზო 2, სართული 2, ბინა 22.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 2 477 566

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test