შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.03

2017

ტრენინგები

“მითების დეტექტორის” ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

მედიის განვითარების ფონდი (MDF), „დოიჩე ველე აკადემიის" (DWA), მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს "მითების დეტექტორის ლაბორატორიაში” მედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია არაჟურნალისტებისთვის.

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

მედია წიგნიერება: როგორ ფუნქციონირებს მედია, ინფორმაციის წყაროების კრიტიკული შეფასება, მედია საკუთრება და გამჭვირვალობა და სხვა;
ინფორმაციის გადამოწმების ტექნოლოგიები: ყალბი ინფორმაცია/ფოტო/ვიდეო, ტროლების ამოცნობა;
მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
მონაცემთა ვიზუალიზაცია.

სასწავლო კურსი კვირაში ერთჯერ, შაბათობით, 3,5 თვის განმავლობაში ჩატარდება. შერჩეული აპლიკანტები ასევე გაივლიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე, სადაც კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები გამოქვეყნდება, ხოლო გამოქვეყნებული მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA-ს სერტიფიკატები, ხოლო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მონაწილე DWA-ს ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებაზე გაემგზავრება.

მოთხოვნა:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

უნდა იყოს 18-25 წლამდე ახალგაზრდა;

უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;

2 კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfPTWI64SCnZ2Bn46hCAVn3ra5dcDKtSOJSTaAVVSRjN67VNw/viewform

ასევე გამოაგზავნეთ

სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას.

დეტალური რეზიუმე (CV).

დამატებითი მასალები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge  დოკუმენტის გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: მითების დეტექტორის ლაბორატორია.

შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 22 მარტი

პროგრამა დაიწყება 8 აპრილიდან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით პროექტის მულტიმედია კოორდინატორს ქეთი გიგაშვილს ტელ: 2 11 20 26.

 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test