განცხადებები
დედლაინი
09.01
2017
განცხადებები / ტრენინგები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი ჟურნალისტებისათვის
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის ერთდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგი შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისა და სავარაუდო დაზარალებულთა შესახებ ჟურნალისტური მასალების მომზადების საკითხებს.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ჟურნალისტთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა თემებზე მუშაობის გამოცდილება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების ინტერესი.
უპირატესობა მიენიჭებათ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ საქართველოსათვის აქტუალურ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე ჟურნალისტური მასალის მომზადების გამოცდილება. ასევე, დაინტერესებული ჟურნალისტების მუშაობის არეალი უნდა ფარავდეს თბილისს ან შიდა ქართლის რეგიონს.
ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 23 იანვარს, თბილისში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ თქვენი CV 9 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს