შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

2016

განცხადებები / ვაკანსიები

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის ოფიცერის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია  ასოციაცია ,,ჰერა - XXI” 15  წელზე მეტია  რაც   ხელს  უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა  და  უფლებების  წინ  წამოწევას საქართველოს მოსახლეობაში. მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით , უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას ,რომელიც  იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას .დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებ გვერდი - www.hera-youth.ge

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ; 
  • პროფესიული გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
  • პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური და რუსული  ენის სრულფასოვანი ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების  word/exel/power point ცოდნა, ელექტრონული ფოსტის სარგებლობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

o   ოგანიზებული მუშაობის უნარი ;
o   კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
o   გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
o   ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
o   პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
o   მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
o   გუნდური მუშაობის უნარი;
o   მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

ძირითადი მოვალეობები:

o   საკომუნიკაციო და პიარ  კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი;
o   საზოგადოებრივი ურთიერთობების კონტროლი და კოორდინაცია;
o   ასოციაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
o   ასოციაცია ჰერა XXI -ის იმიჯის წარმოჩენა, როგორც გარე, ასევე შიდა აუდიტორიის წინაშე;
o   ასოციაციის  რეპუტაციის გაძლიერება და განმტკიცება;
o   საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედიაგეგმაზე მუშაობა , მასმედიასთან ურთიერთობის აგება და განვითარება;
o   კრეატიული სამუშაოს ხელმძღვანელობა (საიმიჯო კონცეპციების, მესიჯების , სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და სხვა მასალების შემუშავება);
o   საკომუნიკაციო/საიმიჯო  ტექსტების შექმნა და საიმიჯო მასალების წარმოების კოორდინირება (როგორიც არის ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვ.);
o   ასოციაციის ვებ-გვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვა ვებ–გვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსება;
o   ასოციაციის საქმიანობის პოპულარიზაცია სოციალური მედიის  საშუალებების აქიური გამოყენებით(Facebook, Twitter) ;
o   მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ასოციაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
o   პრეს-რელიზებისა და საინფორმაციო წერილების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;
o   პიარ ლიტერატურის – ფლაერების, ბუკლეტების და სხვ. შექმნა-გავრცელებაში, ასევე საიმიჯო და საინფორმაციო სტატიების მომზადებაში მონაწილეობა;
o   ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების მიზნით, სხვადასხვა უწყებრივ პრესსამსახურებთან თანამშრომლობა;
o   მედიატრენინგების მოწყობა და ორგანიზება ;
o   მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვებას, მათ გადარჩევასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადებას;
o   პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადებას;
o   სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  და სამოტივაციო წერილი  შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე  :association_hera@yahoo.com

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2016 წლის 30 ნოემბრამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით არაუგვიანეს 10 დეკემბრისა

tel :2 14 28 53

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test