შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.09

2016

ტრენინგები

ჟურნალისტებს იწვევენ ტრენინგზე: „მედია და არჩვნები“

საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “მედია და არჩვნები”

ტრენინგის ორგანიზატორია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ეგიდით, პროექტის - ძლიერი მედია სამართლიანი არჩევნებისათვის ფარგლებში. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 იდენტური ტრენინგის ჩატარება, 12-14 და 19-21 სექტემბერს. თითოეულ ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება 22-24 ჟურნალისტით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი ორდღიანია და ჩატარდება ილიას ტბაზე, სასტუმრო როიალ ბატონში და ლოპოტას ტბაზე. კონკურსი გამოცხადებულია ორივე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად. 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

- არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და მედიის როლი
-  არჩევნების სამართლებრივი საკითხები
- წინასაარჩევნო კამპანია და პროცედურები
- არჩევნების დღის პროცედურები და წესები
-  საარჩევნო დავების განხილვა
-  მედია ორგანიზაციების მოვალეობები პოლიტიკური რეკლამების გაშუქებისას

ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები საარჩევნო საკითხებში. 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული "პროგრამის მონაწილის ანკეტა" და გაგზავნონ არაუგვიანეს 7 სექტემბრის 18 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: metreveli@gyla.ge

პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის განხილვის შედეგად. 

ტრენინგთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სასტუმროში ცხოვრება, კვება, მგზავრობა) უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის ორგანიზატორის - იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი: 
ნინო ბაღაშვილი - 577 31 43 85
თამარ მეტრეველი - 599 51 00 63

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test