შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

08.09

2016

განცხადებები / ტრენინგები

მიიღეთ მონაწილეობა ტრენინგში „მონაცემთა ჟურნალისტიკა“

Deutsche Welle Akademie / დოიჩე ველე აკადემია იწვევს ჟურნალისტებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში "მონაცემთა ჟურნალისტიკა"

ტრენინგი ჩატარდება 16-17 სექტემბერს, მისამართზე: შალვა დადიანის ქუჩა 2; 0105 თბილისი.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

-მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს;
-მონაცემთა შეგროვება წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დროს და ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. მონაცემთა შერჩევა ანალიზისთვის;
-მნიშვნელოვანი ასპექტები გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას;
-ამომრჩეველთა მონაცემების ანალიზი: პრინციპები და ინსტრუმენტები;
-სტატისტიკის გამოყენება გაყალბების გამოსავლინებლად: შესაძლებლობები და შეზღუდვები;
-ამომრჩეველთა მონაცემების ვიზუალიზაცია დიაგრამისა და რუკების მეშვეობით: ძირითადი ინსტრუმენტები და მათთან მუშაობის პრინციპები.

ტრენერი - მიხეილ კოლცოვი, უკრაინული პროექტის Stopfake.org -ის ტექნიკური დირექტორი, ასევე ექსპერტი ციფრულ უსაფრთხოებაში, ინფორმაციის ვერიფიკაციასა და „ფაქტჩეკინგში“. მოგილიოვის ჟურნალისტიკის სკოლისა (კიევი) და UMESchool-ის ლექტორი.

დაინტერესებულ ჟურნალისტებმა  გაგზავნეთ თქვენი  რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტის მისამართზე: amalia.oganjanyan@dw.com , ან დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით DW Akademie-ს პროექტის კოორდინატორს ამალია ოგანჯანიანს ნომერზე: 558 499 587.

განცხადებები მიიღების ბოლო ვადა - 8 სექტემბერი.

სამოტივაციო წერილში  მიუთითეთ:
თქვენი გამოცდილება მონაცემთა ჟურნალისტიკაში და მონაცემების ვიზუალიზაციასთან დაკავშირებით;
რომელ ენაზე გირჩევნიათ ტრენინგის ჩატარება - რუსულად თუ ინგლისურად.

დავუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test