შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

09.09

2016

განცხადებები / ვაკანსიები

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი აცხადებს ვაკანსიას გამომშვები რედაქტორის პოზიციაზე

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი edu.aris.ge აცხადებს ვაკანსიას  გამომშვები რედაქტორის პოზიციაზე (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით და სხვა) და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ,  შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

-უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში (ან მონათესავე სფეროში);
-გამომშვები რედაქტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით)

საქმიანობის აღწერა:

ჟურნალისტებთან კოორდინაცია - დავალების მიცემა, მათ მიერ მოძიებული თემის გაანალიზება, დამუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა, მიღებული მასალის რედაქტირება და ინტერნეტში განთავსება, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება:  1000 ლარიდან  (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა  9 სექტემბერი, 2016 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში   CV  ფოტოსურათით გაგზავნეთ  მისამართზე: cv@aris.ge .  თემაში მიუთითეთ -  „რედაქტორი“

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test