შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.08

2016

ვაკანსიები

ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის ოფიცერის თანამდებობაზე

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია  ასოციაცია ,,ჰერა XXI ” აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის ოფიცერის პოზიციაზე,

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში
** გამოცდილება მსგავსს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების მცოდნე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა
** პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ოგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, თავდაჯერებულობა;
** პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის PR კამპანიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** PR პროექტების, ღონისძიებების, კამპანიების დაგეგმვა/ორგანიზება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება;
** ორგანიზაციის უფასო სერვისებისადმი მომხმარებლის ლოიალობის შემდგომი ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა;
** ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიზნობრივად გამოყენება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
** საჭიროების შემთხვევაში საიმიჯო ვიდეო-რგოლების მომზადება.
** პიარ და საკომუნიკაციო დოკუმენტების მომზადება

მსურველებმა  გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე (CV)  და  სამოტივაციო წეილი ელ - მისამართზე: association_hera@yahoo.com   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო.

„ ასოციაცია „ჰერა XXI” , არის  ადგილობრივი,    არასამთავრობო, არაკომერციული, საგანმანათლებლო იურიდიული ერთეული, შექმნილი  მოხალისეების  ბაზაზე. ასოციაცია  აწვდის  ქვეყნის  მოსახლეობას  ყოვლისმომცველ და კვალიფიციურ  ინფორმაციას:  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და  ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების სფეროში.

ასოციაციის  ”ჰერა XXI”  მთავარი  მიზანია  საქართველოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაციასა და სერვისებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდა  ნებისმიერი ინდივიდისთვის, მისი სქესის, წარმომავლობის, სოციალური  და  ჯანმრთელობის  სტატუსის  მიუხედავად.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-მისამართზე http://hera-youth.ge ) .

საკონტაქტო პირი: ეკა წივწივაძე

ტელ: 595 49 08 10
ელ-ფოსტა:   association_hera@yahoo.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test