შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.07

2016

განცხადებები / ტრენინგები

მედიის წარმომადგენლებისთვის ტარდება ტრენინგი ეკოლოგიის თემაზე

CENN იწვევს ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს (ბეჭვდითი მედია,ტელევიზია, სოციალური მედია) ორ დღიან ტრეინინგზე თემაზე: სამთო –მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენა საქართველოს ბუნებრივ და სოციალურ –ეკონომიკურ გარემოზე.

დღემდე არ ხდება აღნიშნული დარგის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ 2013 წელს საქართველოსა და ევროკავშირსშორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, შესაძლოა, გახდეს წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებების სტიმული.

ტრენინგი გაიმართება  2016 წლის 27 –28 ივლისს, რომელიც მოიცავს პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს მოწვეულ მომხსენებლებთან( CENN- ის მწვანე ცენტრი, ბულაჩაურში), ტურებს სამთო–მოპოვებითი მრეწველობით დაზარალებულ რაიონებში, კერძოდ ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ორი ძირითადი სამთო  დაბინძურების ცხელი წერტილის შესახებ, გაესაუბრონ ადგილობრივი საზოგადოების ლიდერებს, დაზარალებულ რაიონებში  ადგილობრივი ხელისუფლებისა  და  სამთო კომპანიების წარმომადგენლებს.

მსურველთა განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

–  CV
–  მედიასაშუალების სახელი და მისამართი

განაცხადები წარადგინეთ  2016 წლის 22 ივლისამდე   შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: nino.gaprindashvili@cenn.org

ტრეინინგის ხარჯები (ტრანსპორტირება, კვება და საცხოვრებელი სასწავლო ცენტრში) დაფარულია ორგანიზატორების მიერ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test