შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.07

2016

განცხადებები / ტრენინგები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟურნალისტებს იწვევს ტრენინგზე

8, 9 და 10 ივლისს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი,ჟურნალისტებს  იწვევს ტრენინგზე: „მედია გარემოსთვის”.

ტრენინგებს გაუძღვებიან გარემოსდაცვით სფეროში მოღვაწე ექსპერტები.  მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ტრენინგში  მონაწილეობა შეუძლიათ  მოქმედ ჟურნალისტებს ნებიმისერი მედია საშუალებიდან. 
ჟურნალისტებს, ტრენინგიდან ორი თვის ვადაში ევალებათ ბუნებისდაცვით  თემატიკაზე სტატიის/რეპორტაჟის მომზადება.

ტრენინგის ჩატარების ადგილი-სიღნაღი.

ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.

სარეგისტრაციო ფორმა  შეავსეთ  2016 წლის  4 ივლისის  18:00 საათამდე.
გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

http://bit.ly/1ULzwOw 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკაშირდით:

ელ.ფოსტა Education@eiec.gov.ge

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და Internews Europe-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი: - „მედიის როლის გაძლიერება ბუნების კონსერვაციის სფეროში”. ზემოაღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს მასმედიის ბუნებისდაცვითი თემებით დაინტერესება, მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასმედიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება ბუნებისდაცვით სფეროში და გადამოსდაცვითი მედია ქსელის შექმნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test