შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.06

2016

განცხადებები / ტრენინგები

ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის ევროპის განყოფილების დირექტორის, გევინ რიზის სემინარი თემაზე: „ტრავმა და ჟურნალიზმი“

ტრავმისა და ჟურნალიზმის დარტ ცენტრის ევროპის განყოფილება, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება და ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა სემინარში „ტრავმა და ჟურნალიზმი“

სემინარი ჩატარდება ორშაბათს, 20 ივნისს, 18:00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე კორპუსის (ყოფილი უცხო ენების ინსტიტუტის შენობა) 117-ე აუდიტორიაში.

სემინარს ჩაატარებს დარტ ცენტრის ევროპის ოფისის დირექტორი გევინ რიზი.  თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

სემინარზე იქნება საუბარი ტრავმისა და ძალადობის გაშუქებაზე, ამ თვალსაზრისით არსებულ ეთიკურ დილემებზე, ჟურნალისტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების ურთიერთობაზე. სემინარი საინტერესო იქნება ფსიქოტრავმატოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვისა და ჟურნალისტებისთვის.

მოკლე ინფორმაცია გევინ რიზზე:

გევინ რიზი, ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი, დარტ ცენტრის ევროპის განყოფილების დირქტორი. ცხოვრობს ლონდონში, აკოორდინირებს დარტ ცენტრის აქტივობებს ევროპის მასშტაბით. უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა სამაუწყებლო მედია ორგანიზაციაში, აკეთებდა ბიზნეს და პოლიტიკურ ახალ ამბებს  Financial Times Television-სა და CNBC-სთვის; ასევე, საერთაშორისო ახალ ამბებს იაპონური მედია-ქსელებისათვის. ასევე, ის მუსაობდა დრამატულ და დოკუმენტურ ფილმებზე BBC-სთის, Channel 4-სთის და სხვა მაუწყებლებისა და დამოუკიდებელი კინო-კომპანიებისათვის.

გევინის მონაწილეობით შექმნილმა BBC-ს  დოკუმენტურმა ფილმმა ჰიროსიმას ატომური დაბომბვას გადარჩენილი ადამიანების ნარატივებზე, 2006 წელს International Emmy პრიზი იიღო. ამის შემდგომ გევინმა განაგრძო სწავლა Centre for Public Communication in the Media School at Bournemouth University-ში, სადაც იკვლია ის, თუ როგორ იღებენ ინტერვიუებს ჟურნალისტები იმ ადაიანებისაგან, რომლებიც ძლიერი ემოციების აღმძღვრელი ისტორიების ეპიცენტრში არიან. ასევე, გევინმა გააკეთა აკადემიური კვლევა სათემო ძალადობის პოლიტიკურ გვლენაზე და მოიპოვა სოციალური ანთროპოლოიის მაგისტრის წოდება, ასევე, მაგისტრის წოდება თანამედროვე ისტორიასა და პოლიტიკაში. 1997 წელსა და 199 წელს შორის ის ეწეოდა სამეცნიერო მუსაობას Daiwa Anglo-Japanese Foundation Scholar-ში. მისი ნაწერები ქვეყნდება ხოლმე  the British Journalism Review-ში, the New Statesman-ში, the Guardian-ში და მთელ რიგ სხვა სპეციალურ ჟურნალებში რომლებიც ეხება კინოს, ფსიქოლოგიასა და მედიას.  

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test