შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.06

2016

განცხადებები / ტრენინგები

IREX ჟურნალისტებს იწვევს სასწავლო კურსზე: ნარჩენების ინტეგრირებული მართვა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

პროგრამა "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG), რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს და პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR), რომელსაც ქალაქების/საგრაფოების მართვის ასოციაცია (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) სასწავლო კურსზე: ნარჩენების ინტეგრირებული მართვა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.

ინტერაქტიულ სასწავლო კურსს, რომელიც 24 აკადემიური საათისგან შედგება, გაუძღვებიან WMTR პროგრამის თანამშრომლები და სფეროს ექსპერტები.

სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები და მოეწყობა შემდეგი გასვლითი ვიზიტები:

** ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საჭიროება. ნარჩენების თანამედროვე მართვის მიდგომები და სარგებელი საზოგადოებისთვის. საქართველოში არსებული სიტუაციის ზოგადი მიმოხილვა.
** საქართველოში ნარჩენების მართვის სექტორის ინსტიტუციური მოწყობა (პასუხისმგებელი სტრუქტურები, კომპეტენციები, გადაფარვები) და საკანონმდებლო ბაზა (არსებული კანონმდებლობის მიმოხილვა და გამოწვევები).
** ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მიმოხილვა და გამოწვევები. ჯარიმების ეფექტიანობა ნარჩენების მართვის სექტორის გაუმჯობესებისათვის.
** ნაგავსაყრელის მოწყობისა და მართვის თანამედროვე მიდგომები. საქართველოში არსებული სიტუაცია და გამოწვევები.
** საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემა თბილისში - შეგროვება, ტრანსპორტირება და განთავსება. შპს "თბილსერვის ჯგუფი"- ის გამოცდილება.
** ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი სექტორი - არსებული სიტუაცია და გამოწვევები. სექტორის განვითარების მნიშვნელობა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვისათვის ქვეყანაში.
** ქვეყნის ხედვა ნარჩენების მართვის კუთხით: სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ნარჩენების მართვის ინვესტიციების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. ნარჩენების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესასრულებლად საჭირო ქმედებები.
** ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკა და ამოღების მექანიზმები. ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობა ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის გამართული მუშაობისათვის.
** საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ნარჩენების მართვის პროცესში და მედიის როლი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვის პროცესში.
** გასვლითი ვიზიტი ნარჩენების მართვის კომპანიაში შპს "სანიტარი".
** გასვლითი ვიზიტი თელავში WMTR პროგრამის მიერ ინიცირებული ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტური პროექტის სანახავად.
** ინტერაქტიული სესია/ჯგუფური მუშაობა მედიის მხრიდან ნარჩენების მართვის სფეროში პრიორიტეტული საკითხების გამოვლენისათვის, რომელთა გაშუქებაც სექტორში შესაბამისი რეფორმების გატარებას შეუწყობს ხელს. 

სასწავლო კურსი დაიწყება 13 ივნისიდან. კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიური საათს შეადგენს. სესიები ჩატარდება IREX-ის ოფისში კვირაში ორჯერ შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს ექნებათ ინფორმაცია ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრინციპებისა და მიდგომების შესახებ. ისინი დაეუფლებიან რელევანტურ ტექნიკურ ტერმინოლოგიას, შეიძენენ ცოდნას საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებსა და ძირითად პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით და გაეცნობიან ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გამოკვეთონ პრიორიტეტული თემები და სხვადასხვა მედია საშუალებით გააშუქონ ნარჩენების მართვის სექტორში არსებული აქტუალური საკითხები.

ტრენინგის ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) ფარგლებში. IREX ტრენინგს ატარებს პროგრამასთან "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) თანამშრომლობით, რომელსაც ქალაქების/საგრაფოების მართვის ასოციაცია (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.

მონაწილის სასტუმროში განთავსებისა და რეგიონიდან მგზავრობის ხარჯები არ დაფინანსდება. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე არაუგვიანეს 2016 წლის 6 ივნისის 18:00 საათისა,შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training-georgia@irex.org  

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. შერჩეულ კანდიდატებს 2016 წლის 8 ივნისამდე დავუკავშირდებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით IREX M-TAG პროგრამაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანა ნიჟარაძე
M-TAG პროგრამის ტრენინგ მენეჯერი
ტელეფონი: 2 91 26 08 (117)

ანი მურვანიძე
M-TAG პროგრამის ასისტენტი
ტელეფონი: 2 91 26 08 (101)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test