შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.06

2016

განცხადებები / ვაკანსიები

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონალური კორესპონდენტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

პოზიცია: კორესპონდენტი (კახეთი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

სამუშაოს აღწერა:

სიუჟეტის თემების მოძიება, დაგეგმვა და დამუშავება;
უახლესი ინფორმაციის გადამუშავება;
გადაღების დაგეგმვა;
სამონტაჟოდ  და საეთეროდ მასალის გამზადება;
ოპერატორთან ერთად მასალის დამონტაჟება და სიუჟეტის დამზადება;
სიუჟეტის საანონსე მასალის მომზადება;
წამყვანისთვის ინფორმაციის მიწოდება სიუჟეტის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
სიუჟეტის სტრუქტურის  ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამებში მუშაობის ცოდნა, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნა;
მაუწყებლის შესახებ კანონით დადგენილი რეგულაციების და ნორმების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სასურველია სატელევიზიო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება. 

შერჩევის ეტაპები:

აპლიკაციების გადარჩევა;
გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: http://1tv.ge/projects/hiring/

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა- 2016 წლის 10 ივნისი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test