შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.06

2016

ტრენინგები

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ (SJMC) პროექტის  ფარგლებში „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“  იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე - „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები“.

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე მედია საშუალებების (ტელევიზია, გაზეთი, რადიო) ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გენდერული საკითხებით.

ორდღიანი კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

-მასმედიის როლი გენდერულ ტიპიზაციაში,
-ინფორმაციული ზეწოლა,
-ქალისა და მამაკაცის სახე სატელევიზიო სივრცეში,
-გენდერის ცნების განვითარება,
-სტერეოტიპები და როლები,
-გენდერული სოციალიზაციის ინსტიტუტები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV  და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:  ekanozadze@gmail.com

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

ტრენინგი ჩატარდება 2016 წლის   ივლისში ქალაქგარეთ.  სასტუმროს, კვებისა  და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე და მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს ტრენინგის შემდეგ, სასწავლო კურსის მონაწილეებმა  უნდა მოამზადონ  და თავიანთ მედია საშუალებებში გამოაქვეყნონ ჟურნალისტური მასალები შესაბამის თემებზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2016 წლის 15 ივნისი

ტრენინგის ორგანიზატორები დაკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 593 33 44 93 ეკა ნოზაძე (პროექტის კოორდინატორი)

პროექტი ,,ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“, რომლის მიზანია გენდერული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხორცილდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ( SJMC) www.mediacentri.ge მიერ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test